თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

11-03-2025 17:03
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1086

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად, აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონისა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები.

გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, სამგზავრო რეისებს 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს.

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე კიდევ ექვსი ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის British Airways-ი, EasyJet-ი, Edelweiss-ი და Transavia France-ი. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. გატარებულ მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდელ მაჩვენებელს. The Routes Europe-ი არის გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აკავშირებს ერთმანეთს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს პლატფორმა გამოავლენს საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.



მსგავსი სიახლეები

3 საათის წინ

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე