თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.
მანდატურებმა შენობიდან ყველა პირი გაიყვანეს.
საბადრაგო მანქანებით სასამართლოს ტოვებენ პატიმრობაში მყოფი პირებიც.
რა გახდა ევაკუაციის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
“გიდასტურებთ, რომ ნამდვილად იყო შეტყობინება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არსებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებს”, – განუცხადეს “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ფოტო: IPN