კაროლ ნავროცკი - ათობით რუსულმა დრონმა მიზანმიმართულად დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები - ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია

კაროლ ნავროცკი - ათობით რუსულმა დრონმა მიზანმიმართულად დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები - ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია

24-09-2025 13:33
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 426

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, მისი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრა რუსული იმპერიალიზმის მაგალითია.

„როდესაც რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა, ყველასთვის ნათელი არ იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო, სამწუხაროდ, ისტორიის ქარი, რომელიც პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, ისევ იწყებს ქროლვას,- განაცხადა ნავროცკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე.

მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა დამთხვევა არ ყოფილა

„ათობით დრონმა მიზანმიმართულად დაარღვია ჩემი ქვეყნის საზღვრები. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, - აღნიშნა ნავროცკიმ.

მისი თქმით, ამ ინციდენტმა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აიძულა ცეცხლი გაეხსნა მტრის ობიექტებისთვის.

„და დარწმუნებული იყავით, ქალბატონებო და ბატონებო, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და პოლონეთის პრეზიდენტი, რომ პოლონეთი ყოველთვის ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას და მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორია“, - განაცხადა ნავროცკიმ.

მისი თქმით, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება საერთო მოვალეობა უნდა იყოს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე