თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.
პროტესტის 157-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია მოეწყობა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტთან.
რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:
გორი - მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!”;
ახალციხე - საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება;
ბათუმი - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: “სამშობლოს სამსახურში!”;
ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”;
თელავი - 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა;
ქუთაისი - ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: “კი ევროპას, არა რუსეთს!”;
ჩხოროწყუ - მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: “გაბედე პროტესტი ყოველდღე!”.