აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

11 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული 310.5 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის უკრაინისთვის პოტენციური მიყიდვა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე პილოტების წვრთნებს, მათ მოვლასა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას ითვალისწინებს.

თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა.

მხარდაჭერის პაკეტი F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოდიფიკაციასა და განახლებას, პერსონალის მომზადებას, გამანადგურებლების მოვლა-პატრონობას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კვლევებს მოიცავს.

„შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, ეფექტური პილოტების მომზადების უზრუნველყოფითა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავსებადობის გაძლიერებით, აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ყოვლისმომცველი წვრთნების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო

პოსტი ნახა: 34


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე