თბილისში მანქანა მტკვარში გადავარდა - არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 4 ადამიანი იჯდა

თბილისში მანქანა მტკვარში გადავარდა - არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 4 ადამიანი იჯდა

5 საათის წინ
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 137

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევა ღამის პირველ საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში 4 ადამიანი იყო. 

 “ორი [ადამიანი] ამოიყვანეს, ორი გაიტაცა, შოკირებული ვარ, საშინელება იყო, ეგრევე ჩაიძირა” - წერს მოქალაქე მირანდა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადავარდნილ მანქანას უკნიდან დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე