თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევა ღამის პირველ საათზე მოხდა. როგორც ამბობენ, ავტომობილში 4 ადამიანი იყო. თვითმხილველების თქმით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მეორე ავტომობილს დაეჯახა და მტკვარში გადააგდო. სხვა თვითმხილველის თქმით 2 ადამიანი ამოიყვანს ხოლო 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე დაზარალებული სავადმყოფოშია გადაყვანილი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.