თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს პატიმრობა შეეფარდათ

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს პატიმრობა შეეფარდათ

2 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 126

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე