დონალდ ტრამპი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 135

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.

„ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მოგვიანებით, შესაძლოა, მოგაწოდოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ევროპა სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს იღებს, მაგრამ ამაში აშშ-იც ჩაერთვება.

„ჩვენ დავეხმარებით მათ. ასევე, ჩვენც ჩავრთვებით. ვფიქრობ, თუ მშვიდობას მივაღწევთ, ეს იმუშავებს. არანაირი ეჭვი არ შემაქვს ამაში“, – თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, თუ ვის ხელშია კოზირი, უკრაინის თუ რუსეთის, რაზეც ტრამპმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.

„ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ტრამპმა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. განცხადებები მედიისთვის შეხვედრის დასაწყისში გაკეთდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე