ცხოვრების ციკლი და მემკვიდრეობა

ცხოვრების ციკლი და მემკვიდრეობა

5 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 89

რა არის სიკვდილი და რა იქნება სიკვდილის შემდეგ? რომ გაიგო, რა არის სიკვდილი, უნდა იცოდე, რა არის სიცოცხლე. თუ არ იცი, რა არის სიცოცხლე, როგორ მიხვდები, რა არის სიკვდილი? კიდევ დავაზუსტებ - ბიოლოგიური სიკვდილი არის თუ არა ადამიანური გაგებით სიკვდილი? ბიოლოგიურად კვდება ხოჭო, ჭიამაიაც, პეპელა, ძაღლი, ღორი, მამონტი. ბიოლოგიურად კვდება ერთი უჯრედი. იცით თქვენში ყოველდღიურად რამდენი უჯრედი კვდება? ანუ ყოველ წამს კვდებით. ეს ბიოლოგიური სიკვდილია. მაგრამ ადამიანი თავის თავში ატარებს უკვდავებას, ამიტომ უბრალოდ ბიოლოგიური სიკვდილი ვერ იქნება სიკვდილი ადამიანური იმიტომ, რომ ადამიანური სიცოცხლეც არ არის მხოლოდ ბიოლოგიური სიცოცხლე. ე. ი. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის სიკვდილი, უნდა ვიცოდეთ, რა არის სიცოცხლე.

ადამიანის სტრუქტურა, როგორც “სამყაროში ყოფნა” არის შიში. შიში ჩვეულებრივი მდგომარეობაა, განსაკუთრებით შიში სიკვდილის წინაშე. ადამიანი არასოდეს განიცდის სხვის სიკვდილს. სიკვდილი, ისევე როგორც არსებობა, ყოველთვის ჩემია. ადამიანის არსებობა არის სიკვდილის წინა ყოფნა. ადამიანი განიცდის შიშს იმიტომ, რომ ის არ არის თავის “სახლში”, იგი არის “სამყაროს ყოფნაში”, სადაც ძრწოლვას განიცდის. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჰაიდეგერის გაგებით, ადამიანი კი არ განიცდის შიშს, არამედ მისი (ადამიანის) არსებობა თვით არის შიში. ე.ი. ადამიანისათვის შიში გარეგანი რამ კი არ არის, არამედ შინაგანი. ანალოგიურია სიკვდილიც. იგი ყოფიერების თავისებური ფორმაა და არსებობას თავიდანვე ახასიათებს – “დაიბადა თუ არა ადამიანი, ის უკვე საკმაოდ მოზრდილია სიკვდილისათვის”. ამიტომ ადამიანი ვერ გაექცევა სიკვდილს, იგი თავიდანვე გადასროლილია სიკვდილში. სიკვდილი არ ემართება ადამიანს, იგი მისი არსებითი მომენტია. კიდევ უფრო მარტივად, რომ ავხსნათ, ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციის მოყვანაც შეგვიძლია მაგალითის სახით. როცა ადამიანი გარდაიცვლება, ავტომატურად მასზე ყველას კარგი ახსენდება გულისწყვეტასთან ერთად. აქედან გამომდინარე ზოგჯერ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიკვდილი დადებითი მოვლენაა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის.

“სიკვდილი”  სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით. 
თუმცა ამ გარდასვლის პროცესს ჩვენი სამყაროს მხრიდანაც სჭირდება მოწესრიგება — და სწორედ აქ იჩენს მნიშვნელობას დამკრძალავი ბიურო, რომელიც ოჯახის წევრებს რთულ მომენტში ამძიმებს საორგანიზაციო ტვირთს.

საერთოდ “მოკვდა” მცდარი ფორმაა, სწორია გარდაიცვალა! არარსებობს ადამიანი რომელიც,  თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე არ დაფიქრდეს “სიკვდილზე” არ ჩაუღრმავდეს ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რახდება როდესაც “მოვკვდები” ? სად  მოვხვდები? არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს, ის კითხვებია რომელზეც პასუხს, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ გაიგებ !

ამ პასუხს ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს, მაგრამ ხომ იცით ადამიანები რა ცნობის მოყვარეები ვართ, ყველას ახლა უნდა პასუხი და ამის გამო მზად არის ეძიოს ყველგან და ყველაფერში, რაც მიუწვდომელია ან რთულად მისაწვდომი. ეს ფენომენი “სიკვილი” ფიზიკური და ქიუმიური კუთხით მეცნიერებმა კარგახანია ამოხსნეს, თუმცა სულიერად ეს საიდუმლოდ რჩება, რომელიც როგორც უკვე ვთქვი მხოლოდ “სიკვდილის” მერე ხდება ხელმისაწვდომი. კითხვა რომელიც ხშირად შეიძლება გაიგონოთ სხვადასხვა ადმიანთან ამ თემაზე საუბრის დროს არის: გეშინია “სიკვდილის”?   ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ, ადამიანი მთელი სიცოცხლი განმავლობაში იმდენ სიხარულს და ბედნიერებას გამზიარებელია, რომ ძნელია იფიქრო იმაზე თუ როგორ მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი და ყველაზე ცუდია, რომ არიცი რა იწყება ამის მერე.

სამოქალაქო საზოგადოება და სამართლებრივი სახელმწიფო ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში არაერთი პრობლემური საკითხის წინაშე დგას. არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებას. უფრო მეტიც, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა უნდა ემყარებოდეს ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი სოციალური და სამართლებრივი ღირებულების აღიარებასა და დაცვას. ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ კატეგორიას განეკუთვნება მემკვიდრეობა. მემკვიდრეობის უფლება, ეს არის საკუთრების შეძენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საშუალება და პიროვნული თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, ემსახურება საკუთრების ინსტიტუტის დაცვას და მიზნად ისახავს, სახელმწიფოს ხელში კერძო საკუთრების მოქცევის შესაძლებლობის შემცირებას. მემკვიდრეობის უფლების ძირითადი ფუნქცია არის სამართალმემკვიდრეობით გზით საკუთრების უფლების შენარჩუნება მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ. ამ უფლების არარსებობის პირობებში ქონება ავტომატურად სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა, რაც თავის მხრივ დაასუსტებდა საკუთრების ინსტიტუტს.

მამკვიდრებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, რომელიც არის ქმედუნარიანი და ანდერძის შედგენის მომენტისათვის შეუძლია გააცნობიეროს თავისი მოქმედების არსი. ანდერძი აუცილებელია შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან არ არის სავალდებულო ნოტარიუსის მიერ ანდერძის დადასტურება. მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროში (მაგ: მთელი სამკვიდროს ½) ან მიუთითოს თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერეძში ზემოთაღნიშნული მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას. მაგ: ანდერძით განსაზღვრულია სამი მემკვიდრე, რომელთაგან ერთ-ერთის წილი განსაზღვრულია, როგორც მთელი სამკვიდროს ½, ხოლო დანარჩენი ორი მემკვიდრის წილი არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში დანარჩენი ორი მემკვიდრე მიიღებს სამკვიდროს დარჩენილი ½ წილის ნახევარს, ანუ ¼ -ს თითოეული.

ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ ინტელექტს. ის საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ საკუთარი შეგრძნებები და მხარი დაუჭიროთ სხვებს იმავეს  გაკეთებაში. რთულ ემოციური მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უნდა ჰკითხოთ „რისი გაკეთება შემიძლია?“ ან „რა გჭირდება ახლა ყველაზე მეტად?“. გაუარესებულ ემოციურ მდგომარეობაში ადამიანს, შესაძლოა, გაუჭირდეს იმის განსაზღვრა, თუ რა შეიძლება იყოს მისთვის გამოსადეგი. ასეთი კითხვების დასმით თქვენ დაეხმარებით აღმოაჩინონ და დაასახელონ, რა სჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად. გასაჭირში იცნობა ადამიანიო, ეს ცნობილი გამოთქმა ყველას გვახსოვს. სიკვდილით გამოწვეული გასაჭირი კი ალბათ ყველაზე რთულია. სწორედ ამ დროსაა საჭირო მხარდაჭერა ყველაზე მეტად. ამ დროს უნდა შევეცადოთ მგლოვიარესთვის გასაგებ ენაზე და მკაფიოდ ვუთხრათ საყვარელი ადამიანის შესახებ რაიმე თუ ამ თემაზე აპირებ ლაპარაკს და მის დამშვიდებას. თავი უნდა ავარიდოთ ბუნდოვანი შინაარსის მქონე სიტყვებსა და ფრაზებს, როგორიცაა: „დაიძინა“, „ცაში გაფრინდა“, „დაგვტოვა“, „დავკარგეთ“ და ა.შ. შესაძლოა მან ეს ვერ გაიგოს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი და გაუჩნდეს ცრუ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცუდად ეხუმრები, თითქოს გამოცდას უტარებ და საყვარელი ადამიანი შეიძლება კვლავ დაბრუნდეს.

ასეთ დროს მოკლედ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია გარდაცვალების ან ზოგადად სიკვდილის მიზეზების შესახებ. გადამეტებული სიტყვებით ბრახუნი უფრო გამაღიზიანებელი იქნება. სჯობს, მხოლოდ იმდენი ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც უფრო კონკრეტულად საქმეზე იქნება კონცეტრირებული. დანარჩენი დეტალი და სიტყვები უკვე თქვენი ახლობლის, ან მეგობრის მხრიდან წამოსული შეკითხვების და ინტერესის შესაბამისად გაეცით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე