ცნობილი ხდება ორი ახალგაზრდის ვინაობა, რომლებსაც მტკვარში მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
უტა ელიავა და გიორგი შამუგია იმ მანქანაში იყვნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა. უტა 24 წლის არის, გიორგი – 23-ის. როგორც ბიჭების ახლობლები გვიყვებიან, მომხდარის დროს არც ერთი საჭესთან არ იჯდა და ავტომობილს სხვა პირი მართავდა. ასევე, მათი ცნობით, მესამე ახალგაზრდა, რომელსაც ეძებენ, სავარაუდოდ სტუმარია, რომელიც ბიჭებთან უცხოეთიდან იყო ჩამოსული.
უტას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ცნობისთვის, თბილისში, წუხელ ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ავტომობილში სულ 4 ადამიანი იყო.
ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მანქანის გადავარდნის დროს ორი გადმოხტა. ერთი დინებამ წაიღო. მეორემ გაცურვა მოასწრო, მისი ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს. ხოლო ორი მანქანაშია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ოჯახის ახლობლის თქმით, მომხდარის შესახებ დეტალები დღეს გაიგეს და შესაბამის ზომებს მიმართავენ. მისი თქმით ახალგაზრდები სკოლის მეგობრები იყვნენ.