“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა…” – მაშველებმა დაღუპულები იპოვეს...

“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა…” – მაშველებმა დაღუპულები იპოვეს...

5 საათის წინ
პოსტი ნახა: 305

მდინარე მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა ამ დილით იპოვეს და წყლიდან უკვე ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი მგზავრის ცხედარია ნანახი. სავარაუდოდ, ერთ-ერთი უტა ელიავაა. უტა დაოჯახებული იყო და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სამძებრო სამაშველო ღონისძიებები ისევ გრძელდება, რადგან ამ დრომდე ვერ პოულობენ კიდევ ერთ ახალგაზრდას. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანის მტკვარში ჩავარდნის დროს სალონიდან გადმოხტომა ორმა ახალგაზრდამ შეძლო, მათგან ერთი მაშველებმა ავარიიდან მალევე იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, მანქანიდან გადმოსვლა შეძლო 23 წლის გიგა შამუგიამ, სავარაუდოდ, ახლა გიგას ძებნა გრძელდება.

"გადარჩენილმა ბიჭმა, გიგას მეგობარმა თქვა, დავინახე ნაპირისაკენ მოცურავდა, მაგრამ ის მანქანა დაეჯახა, რომელშიც ვისხედით, დინებას მიჰქონდაო მანქანა და იმან გადაუარა, მერე აღარ მინახავსო", - ამბობს ახლობელი.

ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. ცნობილია ისიც, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

"უტი, ასე გაგვახარე შენი მოსვლით… აქ წერით ვიმშვიდებ გულს, უტი, მე შენ გელოდები.… შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა დამიბრუნდი. მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები.

მე შენ გარეშე ხომ იცი არ შემიძლია, უტი, გელოდები", - დაწერა წუხელ სოციალურ ქსელში უტა ელიავას მეუღლემ, გვანცა გოროზიამ და დადო ვიდეო, სადაც ჩანს მისი მოულოდნელი მისვლით როგორ გაახარა ოჯახი და მისი პატარები.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გვანცა და ახლობლები ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ, რომ მოხდებოდა სასწაული და ბიჭები გადარჩებოდნენ.

წყარო: 

თრიალეთის გუნდი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე