მაისი იქნება ფინანსურად წარმატებული ზოდიაქოს შერჩეული ნიშნებისთვის! ვნახოთ, ვინ მოხვდა იღბლიანთა ხუთეულში და ვის გაუმართლებს მატერიალურ სფეროში. ამასთან, გთავაზობთ ფულის მოზიდვის მარტივ რჩევებს.
კურო
ფულს მაგნიტივით მიიწებებთ, თუმცა მნიშვნელოვანია რესურსების გონივრულად განაწილება. შეამოწმეთ ძველი კონტრაქტები; შეიძლება მიიღოთ სარფიანი შემოთავაზება. იყიდეთ ყულაბა ცხოველის (სასურველია ხარის!) გამოსახულებით. უარი თქვით საკრედიტო ბარათებზე: ნაღდი ფული მეტ იღბალს მოგიტანთ.
სასწორი
მაისი არის ესთეტიკის მოგებად გადაქცევის დრო. მცირე ცვლილებაც კი შემოსავალს მოგიტანთ. ამასთან, შეგიძლიათ გაყიდოთ არასაჭირო ნივთები სოციალური ქსელებით. შექმენით ბლოგი იმის შესახებ, თუ რა შთაგაგონებთ (თუნდაც ეს თქვენი კოლექციის ფოტოები იყოს!). ატარეთ ვარდის ფურცელი საფულეში - ის მოიზიდავს ახალ კლიენტებს. შექმენით სახლში "სიუხვის კუთხე" – მოათავსეთ ვაზაში ფორთოხალი და მწვანე სანთელი.
მორიელი
საბოლოოდ მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. ძველ ვალებსაც დაიბრუნებთ და კონკურენტებსაც ჩამოიშორებთ. შეამოწმეთ თქვენი ელფოსტა: შესაძლოა მიიღოთ წერილი დავიწყებული ფულადი ვალდებულებით. გაიწმინდეთ თქვენი საფულე: გადაყარეთ ძველი ქვითრები და ბილეთები. ატარეთ ბეჭედი საჩვენებელ თითზე, ეს გაზრდის თქვენს გავლენას მოლაპარაკებების დროს. შემოსასვლელი კარის ხალიჩის ქვეშ მოათავსეთ სამი დაფნის ფოთოლი, ისინი ფულიან სტუმრებს მოიზიდავენ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ გარისკოთ, მაგრამ გონივრულად. კარგია ინვესტიცია სამოგზაურო ბიზნესში ან მოგზაურობის დროს შეძლებთ საქმიანი კავშირების დამყარებას. გახსოვდეთ, რომ დისციპლინა დიდ თანხებს მოიზიდავს. ატარეთ სამაჯური "თვალის" მძივით, ის დაგიცავთ ფინანსური წარუმატებლობისგან.
მერწყული
შეძლებთ ფულის გამომუშავებას იმაზე, რაც სხვებს უცნაურად მოეჩვენებათ. ინოვაცია თქვენი ძლიერი მხარეა! შესთავაზეთ თქვენს კოლეგებს არატრადიციული იდეა, თქვენი უფროსი დააფასებს თქვენს შემოქმედებას. გაყიდეთ ციფრული პროდუქტები, მოთხოვნა გიჟური იქნება. ფინანსების მოსაზიდად თქვენს მაგიდაზე დადგით ბუს ფიგურა - სიბრძნის სიმბოლო. ყოველდღე დახატეთ დოლარის ან ევროს ნიშანი თქვენს ნოუთბუქში და წარმოთქვით მარტივი აფირმაცია: "ფული ჩემთან მოდის იოლად".