ვინ ისარგებლებს 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით, რომლის გაცემა უკვე დაიწყო

ვინ ისარგებლებს 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით, რომლის გაცემა უკვე დაიწყო

13-03-2023 04:14

მიმდინარე წლიდან ერთჯერადი დახმარებების სახით თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 50 წლიდან ზევით მოქალაქეებს სახელმწიფო გასაცემლებიდან ერთჯერადი დახმარების სახით 500 და 200 ლარი გადაეცემათ.

გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, მერიებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარების პროგრამები არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს, 2022 წლის ბიუჯეტით რა ტიპის დახმარებები იქნება გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის, მხოლოდ ცნობილია, რომ 2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ წამახალისებელი ფულადი ჯილდო 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეებისთვის 200 ლარის ოდენობით დააწესა.

„პრაიმტაიმის “ამ სტატიაში ნახავთ, ვის და როგორ შეუძლია ერთჯერადი მატერიალური დახმარებით სარგებლობა.

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ვაუჩერს 40 000 პენსიონერი მიიღებს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარია გამოყოფილი, თითოეული სოციალურად დაუცველი პენსიონერი ერთჯერადად 500 ლარს მიიღებს.

პენსიონერები ვაუჩერით ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას შეძლებენ – გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ასე შემდეგ.

“მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო.  სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 408


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!