ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება

ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება

3 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა

საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ფუნქცია საქართველოს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადმოეცა. „საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში.

22-ე მინისტერიალის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გაერთიანების ქვეყნებში განახლებადი ენერგიების განვითარებაზე, ენერგოეფექტურობისა და დეკარბონიზაციის ამოცანების შესრულებასა და ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, ერთი მხრივ, ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, გააძლიეროს ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოდაკავშირებადობა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი 2017 წელს გახდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 38


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!