შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ავტობანზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

3 თებერვალს, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.