შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “BMS”-ში გადაიყვანა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკის ექიმებმა განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მათივე თქმით, პაციენტი კომაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.