შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ამერიკაში საქართველოს მოქალაქეს, 36 წლის კობა ძიგრაშვილს ეძებენ

ორი დღეა ამერიკაში ეძებენ საქართველოს მოქალაქეს, 36 წლის კობა ძიგრაშვილს.

„ამერიკის დროით, ორშაბათს, 03:20 წუთზე კობა ძიგრაშვილთან კავშირი შეწყდა.

დაახლოებით 2,5 საათის განმავლობაში, ზარი გადიოდა ტელეფონზე, შემდეგ კი გაითიშა“, – ამბობს მედიასთან ოჯახის წევრი. 

ოჯახის წევრების თქმით, საქმეში ჩართულია საქართველოს საკონსულო.