შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეოთხე ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს 5 პირის ძებნა-შველის სამუშაოები

ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.

„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო”,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.