შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბიძინა ივანიშვილი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

ცნობისთვის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს დღეს დაკრძალავენ. მას ქაშვეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაიკრძალება.

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.