შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბოლნისში ავტომობილი ძმებს დაეჯახა, ორივე ადგილზე დაიღუპა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გზაზე ძმებს, რომლებიც გზაზე ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.