შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბოლო 6 თვეში საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (5,282 ტონა), 20 ტონა ვაშლის ექსპორტი უკრაინაში, ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა.