შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გაფიცვის მეორე დღე – ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნების ბედი ისევ გაურკვეველია

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. ამ ეტაპზე გაჩერებულია 13 მაღარო.

მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა – ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს.

მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

თუმცა, თავის მხრივ, მაღაროელებიც ამბობენ, რომ არც ისინი გააგრძელებენ მუშაობას და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფეისბუქგვერდ “მაღაროელის” პირდაპირ ეთერში ისინი დროდადრო აახლებენ ინფორმაციას მათსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ მომხდარა.