შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში – სოფელ ხიდისთავთან, მატარებელი ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. ხიდისთავში მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275 – მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.