შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გურიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა – ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა, – ინფორმაციას “გურია ტვ” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.