შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა – არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა რის გამოც, 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, სადაც მგზავრები იმყოფებოდნენ.

დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

მიკროავტობუსს მოქალაქეები თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.