შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში ავარიას 19 წლის გოგო ემსხვერპლა

ფონიჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 19 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა გზის გადაკვეთას ცდილობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და 128-ე (განსაცდელში მიტოვება).