შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში ცემენტმზიდის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცემენტმზიდი ქვეითად მოსიარულე, 65 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.