შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება – პრეზიდენტი

“თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება” – ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარი ქართველ ხალხში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ჩათვლის, რომ “საქართველო რუხ ზონაში რჩება და შესაძლებელია მისით თამაში”.

უარს მოჰყვება უზარმაზარი იმედგაცრუება და ეს მოუტანს რუსეთს დიდ კმაყოფილებას, რადგან ყველამ ვიცით, რომ იმედგაცრუება არის ის, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ხალხის მიერ, რომლებიც პროპაგანდით, ფეიკ ნიუსებით და ამგვარი რაღაცებით მანიპულირებენ. დაიწყებენ ისინი ევროკავშირის დადანაშაულებას კიდევ ერთხელ, რომ დაივიწყა საქართველო და უღალატა მას. ეს თემები, რა თქმა უნდა, წამოვა რუსეთიდან და ითამაშებს რუსეთისთვის. რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველო რჩება ნაცრისფერ ზონად. ყველამ ვიცით, რომ თუ რუსეთი თვლის, რომ ქვეყანა მდებარეობს ნაცრისფერ ზონაში, ნიშნავს, რომ თავისიანად მიიჩნევენ. უკრაინისთვის უარის თქმა კატასტროფული იქნება ევროკავშირისთვისაც. ეს აჩვენებს, რომ ყველას შეუძლია ევროკავშირის შიგნით ვაჭრობა წამოიწყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია თამაში ევროკავშირის შიგნითაც გავლენის მოხდენით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.