შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე: არაერთგზის შევთავაზე ჩვენი კანონის ოპონენტებს, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა არ ისურვეს

მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ დროს არის მზად საჯარო დისკუსიისთვის.

„საქართველოში არსებობს პოლიტიკური უმრავლესობა და პოლიტიკური უმცირესობა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს. ნებისმიერ დროს ვართ მზად საჯარო დისკუსიისთვის. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა, მოვუსმინოთ არა მხოლოდ პოლიტიკური უმრავლესობის, არამედ პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს“, – განაცხადა პრემიერმა.