შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ისრაელმა „ჰამასის“ ცენტრებზე იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ცენტრებზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.

ოპერაციის შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელებში როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ასევე საჰაერო ძალებმა გააკეთეს.

შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.