შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კახა კალაძე – 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა არჩევნებში იმარჯვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული და გაკეთებული, უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ რჩება, რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. თუ ისევ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველო 100%-იანი მიიღებს სტატუსს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩარჩენილია იმ წარსულში და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ გააკეთეს სწორი ანალიზი, რატომ გაისტუმრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იქ, სადაც იმყოფებიან. დღეს, საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა არჩევნებში იმარჯვებს. გარწმუნებთ, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მიმართ, იმავეს აგრძელებენ დღესაც. ეს არის საშიში ძალა, რომელიც მზად არის სხვა ქვეყნის ინტერესების გამო გაწიროს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. ისინი იქნებიან იქ, სადაც იმსახურებენ და იმყოფებიან“,-აღნიშნა კალაძემ.