შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლუკაშენკო გარე აგრესიის შემთხვევაში, ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება

გარე აგრესიის შემთხვევაში ბელარუსი ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება. ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა თუ წითელ ხაზს გადაკვეთს, ისინი გაფრთხილების გარეშე სხვა იარაღსაც გამოიყენებენ.

მისივე თქმით, მინსკი რუსეთს ყოველთვის დაეხმარება, რადგან მოკავშირეები არიან.

„მხოლოდ ერთი საფრთხე შეიძლება იყოს – აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია დაიწყება პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ჩვენ მყისიერად ვუპასუხებთ ყველაფრით, რაც გვაქვს. უკრაინის წინააღმდეგ კი, თუ ის ჩვენზე თავდასხმას განახორციელებს, არა მხოლოდ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, არამედ ჩვენ გვაქვს კიდევ რაღაც, გარდა ბირთვული იარაღისა. და ჩვენ არ გაგაფრთხილებთ. თუ წითელ ხაზებს გადაკვეთთ, ეს გაფრთხილების გარეშე გაკეთდება“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.