შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„მოსალოდნელია ქარბუქი, ყინვა, ძლიერი თოვლი“ – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. დღესვე, საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, გამოდარება მოსალოდნელია ორი დღით, 7 და 8 იანვარს, თუმცა 7 იანვრის ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.

„საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან იქნება წვიმა, რომელიც დროგამოშვებით გადავა თოვლში და თოვლ-ჭყაპის სახით იქნება გამოსახული. საქართველოს უმეტეს რაიონში, დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. არაა გამორიცხული, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც იყოს.

შედარებით თბილია ზღვისპირა რაიონები. დაბლობში და ბარში მოსალოდნელია +8 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში – 3-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, რაც ხვალ დილის საათებიდან შესუსტება. ამ საღამოს, ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია დასავლეთ რეგიონებში.

კახეთის რეგიონში და დედაქალაქში გამოიდარებს, მაგრამ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება. გამოდარება მოსალოდნელია ორი დღით, 7-8 იანვარს, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ყინვები მოიმატებს 7 იანვრის ღამის საათებში“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.