შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მრავალბინიან კორპუსში საკუთრებაში აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს, ეს შეზღუდვა არ იარსებებს

დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკუთრებაში აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს, ეს შეზღუდვა მათთვის არ იარსებებს“, – აღნიშნა ბითაძემ.

მისივე განმარტებით, შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას იმ პრაქტიკაზე, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და გამრავლება ჰქვია.