შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრემიერ-მინისტრი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კიტაკ ლიმს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის პოზიტიურ თანამშრომლობა-მხარდაჭერას რეფორმათა განხორციელების პროცესში.

განიხილეს ევრაზიის კონტინენტზე სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობის, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელობა. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ისტორიულად არის ბუნებრივი ხიდი ევროპა-აზიას შორის და სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის აღორძინებაში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე”.