პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

05-09-2023 07:22
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 488

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს.

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე