შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა – არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.