შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსთავში ოჯახის 5 წევრი CO-თი მოიწამლა

რუსთავის მე-7 მიკრორაიონში, ერთი ოჯახის ხუთმა წევრმა CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო.

სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება, სავარაუდოდ, გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

მოწამლულებს შორის არასრულწლოვანიც იყო.

ხუთივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.