შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში 1990-იან წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

14 სამხედრო, 6 კი მშვიდობიანი მოქალაქეა. დაღუპულთა იდენტიფიცირება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და “წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მოხდა.

ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.