შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს დაცული ტერიტორიები წელს 60 911-მა ადამიანმა მოინახულა 

საქართველოს დაცული ტერიტორიები 2024 წლის პირველ კვარტალში 60 911-მა ადამიანმა მოინახულა – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ვიზიტორთა რაოდენობა წელს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. შარშან დამთვალიერებელთა რაოდენობამ 58 569 ადამიანი შეადგინა.

სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წელს დამთვალიელების 60.6 პროცენტი(36 913 კაცი) უცხოელი, ხოლო დანარჩენი(23 998) ქართველი გახლდათ. იანვარ – მარტში განსაკუთრებით მოიმატა არარეზიდენტი ვიზიტორების რიცხვმა. მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. სტატისტიკის თანახმად, იანვარში ჩვენი ქვეყნის დაცული ტერიტორიებს 8 942 უცხოელი ესტუმრა, მარტის თვეში კი მათი რაოდენობა 17950-მდე არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორთა შორის რუსები ჭარბობენ. შემდეგ მოდიან ინდოელები, პოლონელები, ებრაელები და ყაზახები. იანვარ-თებერვალ-მარტში მათი რაოდენობები ასე გამოიყურება:

რუსეთი – 6472;

ინდოეთი – 6020;

პოლონეთ – 4701;

ისრაელი – 2723;

ყაზახეთი – 199.

ცნობისთვის, პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8.62 პროცენტია.