შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოში ივლისში საარსებო შემწეობა 661 305-მა ადამიანმა აიღო

საქართველოში ივლისში საარსებო შემწეობა 661 305-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 1 040 ადამიანით გაიზარდა.  

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. ამ მონაცემების მიხედვით, ივლისში 42 217 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. 

შეგახსენებთ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მარტში შემწეობას 676 641 ადამიანი იღებდა.