შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.