შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„საშუალო ხელფასი საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა და 1 855 ლარს შეადგენს“

„საშუალო ხელფასი საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა და 1 855 ლარს შეადგენს,“ – ამის შესახებ ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ნომინალური საშუალო ხელფასი საქართველოში 1 855 ლარია (საშემოსავლო გადასახადი შედის ამაში და საპენსიოც) და ეს ისტორიული მაქსიმუმია.

411476987-10161503221868324-2021467456188988677-n-1702887290.jpg

ამ გრაფიკზე ხედავთ ხელფასებს სექტორების მიხედვით. წლების განმავლობაში ფინანსურ სექტორში იყო ყველაზე მაღალი ხელფასები, თუმცა როგორც ხედავთ, უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს ტექნოლოგიები და აქ საშუალო ხელფასი არის თითქმის 4 000 ლარი. 32%-ით არის გაზრდილი ხელფასები მშენებლობის სექტორში (ბინების გაძვირების პარალელურად) და ეს სექტორი 3 033 ლარით მეორე ადგილზეა.

განათლება არის სტაბილურად ბოლო ადგილზე. მის წინაა სოფლის მეურნეობა, წყალმომარაგება და კანალიზაცია,“-წერს ბერიკაშვილი.