შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სერგი ხიდეშელის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი დარჩენილი 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს ონის მერმა, სერგი ხიდეშელმა განუცხადა.

მისი თქმით, საძიებო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.

„მოგეხსენებათ, საძიებო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი უწყება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, „წითელი ჯვარი“. მინდა თითოეულ მათგანს ამ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ონის მერმა.