შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპული დედა-შვილი დაკრძალეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპული დედა-შვილი, შურა და ზოია რობაქიძეები სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. 

ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.