შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ ნათესავებს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ქეთი კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენის 9 რეისი განხორციელდა, რომელმაც 140 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

არსებული ინფორმაციით,  ადგილზე ათეულობით მოქალაქე რჩება. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ მეგი გუტაშვილს, მის ძმას გიგი გუტაშვილს და მათ სხვა ნათესავებს.