შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ტრაგედია გურიაში – ავარიას ახლგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

„გურია თუდეი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ წერს.

სოფელ სუფსაში ტრაგედია დატრიალდა. 22 წლის გიორგი გუჯაბიძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მისი ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

გიორგი ყოფილი ფეხბურთელია, “გურიას” ჭაბუკთა გუნდების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა. ახლობლების თქმით, სპორტული მედიცინა აინტერესებდა, სტუდენტი გახლდათ. ავტომობილი ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე შეუძენია.

“ისე მდუმარეა ახლა შემოდგომა… გუშინ… ფეხბურთს თამაშობდით გაოფლილები, დასვრილები…გუშინ… იყო სტადიონიდან ძლიერი დარტყმის გამო ეზოში შემოგდებული და ფანჯრის მინას მოხვედრილი ბურთი…გუშინ… ზღვაზე ერთად, გარუჯულები, იქედან მობრუნებულების მხიარული შეძახილებით მდინარეში კოდმედან ხტომა….გუშინ… თხილის სახეკად წასულები და გვიან დაღლილი დაბრუნებულები…გუშინ… ხუთივენი ველოსიპედებზე “ამხედრებულები” ლაშქრავდით სუფსიდან ხორეთამდე გზას…გუშინ… ძველით ახალ წელს, კომენდანტის საათის დაწყებამდე ერთად შეკრებილებს ერთმანეთის სიყვარულში გათენდებოდათ…სკოლის ბოლო ზარი, ეროვნულები… მაგრამ ზაფხულობით მაინც ერთად ყოფნა… ფლეშმობები, ტყუპების გაცილება, ხვევნა-კოცნა და სამომავლოდ ახალი იდეების გაცვლა-გამოცვლა….თქვენი შეხვედრები შემცირდა… იყო უსაშველო მონატრება…ეს და კიდევ ბევრი ლამაზი დღე, რომელსაც ვერ ამოშლით…ეს ყველაფერი იყო გუშინ…დღეს… იყო საღამომდე…სიჩქარე, ძლიერი შეჯახება, მსხვრევის ხმა, სასწრაფო დახმარების გამაყრუებელი სირენა და… ტკივილი, უსაშველო ტკივილი ყვირილამდე… შემდეგ დაიწყო ნამტირალევი თვალებით “გუშინ”-ის გახსენება, კადრების უკან გადახვევა… იმიტომ რომ, იმიტომ რომ _ “ხვალ” აღარ იყო…,- „გურია თუდეი“