შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„უჩვეულოდ თბილი ნოემბერი გველოდება” – ნახეთ, მომდევნო თვის ამინდის პროგნოზი

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა. როგორც „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ნოემბრის დასაწყისი თბილი და უნალექო იქნება. 

„თბილი და  უმეტესად უნალექო ამინდი გველის ნოემბრის დასაწყისში. მხოლოდ ცალკეულ რაიონში შეიძლება აღინიშნოს მცირე ნალექი, რომელიც არ შეცვლის ამ სურათს და სითბოს ფონზე იქნება ეს ნალექი, უფრო მთიან რეგიონებში. 

დასავლეთ საქართველოში, უფრო მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. +25 +29 გრადუსი იქნება შენარჩუნებული. 

აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით უფრო დაბალი. 

3 ნოემბერს ცოტა ნალექი და ცოტა წვიმაა, თუმცა 4-5 ნოემბერს, შაბათ-კვირას, ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ სვეტლანა ნიორაძემ.