შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია – იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.